ინტეგრირებული
გაკვეთილი :“კოდალა“
თანამედროვე სკოლის ამოცანაა მოსწავლეს განუვითაროს
წარმოდგენა სამყაროზე, როგორც ერთ მთლიანობაზე. ინტეგრირებულ გაკვეთილებზე მოსწავლეები იღებენ განათლებას სხვადასხვა სამეცნიერო კუთხით, მოვლენებს
აღიქვამენ ახლებურად.
მსგავსი გაკვეთილები იძლევიან სხვადასხვა საგანში არსებული ცოდნის სინთეზის საშუალება,
ფორმირდება ცოდნის ტრანსფერის უნარი.ცნობილია, რომ მოსწავლეებს უძნელდებათ ცალკეულ დისციპლინებში ნასწავლი კონცეფციების სინთეზი. რაც უფრო დაქუცმაცებულია სამყარო მოსწავლისთვის სხვადასხვა „საგნად“, მით უფრო უჭირს მისი აღქმა და შესწავლა ,სწორედ ინტეგრირებული გაკვეთილები
იძლევა იმის საშუალებას ,რომ მოსწავლემ სამყარო
აღიქვას მთლიანობაში.
გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება ინტეგრირებულ გაკვეთილთან
დაკავშირებით
გაკვეთილის თემა:
“კოდალა”
ინტეგრირებული საგნები; მასწავლებლების სახელი გვარი: ქართული -ზაირა ცხადაია ; ბიოლოგია -ქეთევან გაბისონია
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი:
მე- 9 კლასი; 20
მოსწავლე; კლასიში არ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭირეოების
მოსწავლე
აქტუალობა: დაპირისპირებულების მარადიული ბრძოლა. ეკოლოგიური პრობლემები
რომლის ერთ-ერთი მიზეზი არის თანასაზოგადოებაში არსებული ურთიერთობების არ ცოდნა
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი
შედეგები: ქართ. IX .6 ბიოლ.IX.8;
გაკვეთილის
ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ გაიგონ და
გააანალიზონ წაკითხული ტექსტი და გამოხატონ
საკუთარი დამოკიდებულება.
აღწერონ
ეკოსისტემაში ორგანიზმების თანაარსებობის ფორმები და იმსჯელონ ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის
შენარჩუნებაში.
აღწერის,
დაკვირვების, მონაცემთა ინტერპრეტაციის , ჰიპოტეზის გამოთქმის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევის
განვითარება
მოსწავლეთა წინარე ცოდნა: ნაწარმოების
მთავარი თემისა და დედააზრის გამოყოფა .კვება, კვებითი ჯაჭვები, ეკოსისტემა.
გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი: A ფაზა მოლოდინების განსაზღვრა /გამოწვევა 15წთ.
აქტივობა 1. გონებრივი იერიში
გაკვეთილი იწყება ბიოლოგიის მასწავლებლის მიერ შექმნილი სლაი-შოუს
„ურთიერთობანი ორგანიზმებს შორის თანასაზოგადოებაში“ ჩვენებით (http://slide.ly/view/a5d20f36c70c0775c247572d301ec075)
ამის შემდეგ ბიოლოგის მასწავლებელი სვამს შეკითხვას:
ჩამოვთვალოთ ორგანიზმთა ურთიერთობი ფორმები რომლებიც შეგვხვდა სლაიდ შოუში და მოვიყვანოთ შესაბამისი
მაგალითი.
ქართულის
მასწავლებელი: თქვენს მიერ დასახელებული რომელიმე ცოცხალი ორგანიზმი ხომ არ ასოცირდება თქვენთვის ცნობილ ნაწარმოებთან? მოსწავლეთა პასუხებით ივსება
ასოციაციური კავშირების რუკა “ ბიოტური კავშირები მხატვრულ ლიტერატურაში ”.
B ფაზა ცოდნის კონსტრუირება/შინაარსის რეალიზება 30წთ.
აქტივობა 2.კლასი იყოფა ოთხ ჯგუფად .მასწავლებლები გააცნობენ მოსწავლეებს
შეფასების პროცედურას და ჯგუფური მუშაობის ინსტრუქციას. თითოეულ მოსწავლეს ურიგდებათ ვაჟა-ფშაველას მოთხრობა
„კოდალა“ და ეძლევთ ინსტრუქციას: ინდივიდუალურად წაიკითხონ მოთხრობა კოდალა. დავალების
ეფექტურად შესრულებისთვის ჯგუფში გადანაწილდნენ „მხატვრებად“,„ლიტერატორებად“ და
„ბიოლოგებად“ .
დავალება : I. შეასრულეთ ნახატი ნაწარმოების მიხედვით;
II. შეავსეთ ფლიპჩარტზე მოცემული “მოთხრობის პირამიდა”:
1.მთავარი გმირი;
2. ორი სიტყვა, რომელიც ახასიათებს მთავარ გმირს; 3. სამი სიტყვა, რომელიც აღწერს გარემოებას;
4. ოთხი სიტყვა, რომლებითაც აღიწერება პრობლემა(ნაწარმოების მთავარი იდეა) სასურველია
გაიხსენოთ მსგავსი ნაწარმოები; 5. ხუთი სიტყვა , რომელებიც აღწერს პირველ მოვლენას;6.
ექვსი სიტყვა, რომელებიც აღწერს მეორე მოვლებას. 7. შვიდი სიტყვა, რომელებიც აღწერს
მესამე მოვლებას. 8. რვა სიტყვა, რომელიც გამოხატავს
პრობლემის შეჯამებას.
III. ნაწარმოების მიხედვით შეავსეთ
სქემა: “ ხმაური“ ეკოსისტემაში:
1. ეკოსისტემის რომელი კომპონენტები გვხვდება ნაწარმოებში?
2. „კოდალას“ ტყის ბინადრები გადაანაწილეთ
სქემაში: პროდუცენტი, კონსუმენტი , რედუცენტი; 3. ნაწარმოებში, ეკოსისტემაში ორგანიზმთა
თანაარსებობის რომელი ფორმები გვხვდება?(ტექსტში მონიშნეთ შესაბამისი ადგილები და მოიყვანეთ ამ თანაარსებობის დამადასტურებელი მაგალითი);
4. თქვენი აზრით რატომ დადგნენ „ტყის მცხოვრები ფეხზე“? ; 5. რა მოხდებოდა თუ კოდალას
„ოცნება“ აუხდებოდა?
II გაკვეთილი
C ფაზა გამთლიანება/რეფლექსია
აქტივობა 1. პრეზენტაცია 36 წთ
თითოეული ჯგუფი ახდენენ
საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციას, სხვა ჯგუფები არიან აქტიური მსმენლები და შეუძლიათ
დაუსვან კითხვა პრეზენტატორს დავალებიდან გამომდინარე.
საშინაო დავალება (3 წთ). დაწერეთ
ესე : ქართული- „ტყის წუხილი“; ბიოლოგია:
„ტყეო, გახმი და გაშავდი!“
მოსწავლეთა თვითშეფასება (3წთ);
მასწავლებლის შეფასება (3წთ)
შეფასება და თვითშეფასება: პრეზენტაცია .კოლეგების შეფასება. მოსწავლეთა თვითშეფასება წინასწარ შედგენილი რუბრუკებით.
სასწავლო რესურსები:
ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „კოდალა“, ფერადი ფურცლები,
მარკერი, ფლიპჩარტი, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი.
შედეგი: ამ
გაკვეთილის ჩატარების შედეგად საგანთაშორისმა
კავშირებმა მისცეს მოსწავლეებს შესაძლებლობა მოეხდინათ ცოდნის ტრანსფერი ერთი
საგნიდან მეორეში . ეს გადასვლები შესაძლებელი გახდა იმიტომ , რომ მოსწავლეებს გააჩნდათ
გარკვეული ცოდნა როგორც ბიოლოგიაში, ასევე ქართულში. ნაწარმოებში არსებული პრობლემური
სიტუაციის გადასაჭრელად მოსწავლეებმა იაზროვნეს კრიტიკულად,
მიზნის მისაღწევად მოძებნეს ოპტიმალური
გზები. ინტეგრაციის შედეგად განხორციელდა ქართულსა
და ბიოლოგიაში არსებული ცოდნის სინთეზი.
მათ გააანალიზეს
ვაჟა-ფშაველას ნაწარმოები „ კოდალა“, გამოყვეს მთავარი თემა, გამოკვეთეს პრობლემა,
გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება, რომელიც შეადარეს რეალურ ცხოვრებაში არსებული სიკეთისა და ბოროტების
დაპირისპირებას და აგრეთვე განიხილეს ეკოლოგიურ
ჭრილში.
გამოყვეს ეკოსისტემის კომპონენტები, რომელიც გვხვდება
ნაწარმოებში. „კოდალას“ ტყის ბინადრები გადაანაწილეს სქემაში: პროდუცენტი, კონსუმენტი , რედუცენტი. ტექსტში
მონიშნეს შესაბამისი ადგილები, რომელიც დაუკავშირეს ორგანიზმთა თანაარსებობის ფორმებს . იმსჯელეს ეკოსისტემაში ორგენიზმების ურთიერთქმედების
როლზე , რაც გახდა ტყეში განგაშის მიზეზი. გამოთქვეს ჰიპოთეზა იმის შესახებ რა მოხდებოდა
იმ შემთხვევაში თუ კოდალას „ოცნება“ აუხდებოდა.
დაამყარეს
მიზეზ შედეგობრივი კავშირი ნაწარმოებში ასახეულ მოვლენებსა და საზოგადოებაში არსებულ
ურთიერთობებს შორის.
იაზროვნეს შემოქმედებითად და ნაწარმოების პერსონაჟები
„გააცოცხლეს“ ნახატზე.
დასკვნა: – ინტეგრირებული
გაკვეთილის დროს მიზანი შეიძლება მიღწეულ იქნას სხვადასხვა საგნში არსებული ცოდნის
ჰარმონიული გაერთიანების შედეგად.
ასეთი გაკვეთილები აძლიერებენ შემეცნებით
ინტერესს, ააქტიურებენ სააზროვნო უნარებს, მოსწავლეებისთვის ქმნის კომფორტულ პირობებს
წარმოაჩინოს საკუთარი პიროვნება,
პრობლემა განიხილოს ინტეგრირებული
საგნების ჭრილში . გაკვეთილი არის შემოქმედებითი.აძლევს მოსწავლეს თვითგამოხატვის და
თვითრეალიზაციის საშუალებას. ახალ ცოდნას აგებენ საგანთაშორისი კავშირების საფუძველზე.
მნიშვნელოვანია აგრეთვე ის , რომ ამ
დროს მასწავლებლები თანამშრომლობენ საერთო
მიზნის მისაღწევად, რადგან მსგავსი გაკვეთილის ჩატარება მოითხოვს
მასწავლებლებისაგან ყველა ეტაპის და ეპიზოდის
შეთანხმებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий